"ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუნდის გასაერთიანებლად მის ძალისხმევას ეკა ბესელიამ შეუშალა ხელი" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილი ფიქრობს, რომ გუნდის გასაერთიანებლად მის ძალისხმევას ეკა ბესელიამ შეუშალა ხელი"

გასულ კვირას ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ბევრს გაუჩნდა განცდა, რომ იუსტიციის საბჭოს წარდგენილი სიის მოწინააღმდეგე ის მაინცდამაინც არ არის, მეტიც - "ქართული ოცნების" ლიდერი აშკარად დაუპირისპირდა ეკა ბესელიას... ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე "მიიჩნევს, რომ ექსპრემიერის განცხადება მოსამართლების ნაწილში საზოგადოების განწყობის გამოძახილი იყო:

"ჩემი აზრით, ივანიშვილის განცხადება ცალსახა ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლევა. მას რამდენიმე შრე აქვს.

ერთი ის არის, რომ მისი გულისწყრომა ბესელიას მიმართ აშკარაა და გარკვეულწილად, ამის ახსნა შეიძლება. საქმე ის არის, რომ 2018 წლის გაზაფხულზე, როცა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, პირდაპირ თქვა - დავბრუნდი, რადგან გუნდი იშლებოდაო, ახლა კი ბესელია აღმოჩნდა პირველი მედროშე, ამ რღვევის გაფორმების ინიციატორი, რამაც აჩვენა, რომ ბიძინა ივანიშვილმა გუნდის გაერთიანება ვერ შეძლო. ჩემი აზრით, მისი გულისწყრომა სწორედ ამით არის განპირობებული. ის ფიქრობს, რომ გუნდის გასაერთიანებლად მის ძალისხმევას ეკა ბესელიამ შეუშალა ხელი. აქვე ვიტყვი - ამ განცხადებაში არსად ჩანს, რომ ის ირაკლი კობახიძეს უჭერს მხარს... რაც შეეხება მოსამართლეთა თემისადმი მის დამოკიდებულებას...

აქაც ერთი მხრივ აშკარად გამოჩნდა, რომ მას იუსტიციის საბჭოს მიმართ აგრესია და უარყოფითი დამოკიდებულება არა აქვს, ისევე როგორც კანდიდატთა შერჩევისა და წარდგენის დაჩქარებული პროცესის მიმართ, თუმცა, მეორე მხრივ, ივანიშვილის განცხადებაში ასახულია ის უარყოფითი განწყობაც, რომელიც ამ პროცესს პარლამენტსა და საზოგადოებაში მოჰყვა. მან განაცხადა, რა დროც დასჭირდება ამ საკითხის საჯარო განხილვას, ის დრო დაეთმობა და პროცესები შეთანხმების შედეგად გაგრძელდებაო და ეს აშკარად იყო საზოგადოებრივი განწყობის პასუხი... ამას მოჰყვა გაგრძელებაც - ირაკლი კობახიძისა და მიქაუტაძის შეხვედრის შემდეგ გამოცხადდა, რომ ჯერ პროცედურა და კრიტერიუმები განისაზღვრება და შემდეგ განიხილება განახლებული სია. გამოითქვა წარდგენილი სიის ფორმალური ჩაგდებისთვის მზადყოფნაც.

კიდევ კარგი, ხელისუფლებას საბოლოოდ არ დაჩლუნგებია თვითგადარჩენის ინსტინქტი და საზოგადოების წინააღმდეგობის შემდეგ უკან იხევს ხოლმე.

ასეა თუ ისე, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ოდიოზური ათკაციანი სია ჩავარდება, მომავალი სიის შემადგენლობა კი საზოგადოების აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად