ვინ შეცვლის გედევან ფოფხაძეს? - კვირის პალიტრა

ვინ შეცვლის გედევან ფოფხაძეს?

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს დავით მათიკაშვილს დაეკისრა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კომიტეტმა სიითი შემადგნებლობის უმრავლესობით 11 ხმით მიიღო.

შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებით მათიკაშვილი, კომიტეტს დროებით, ახალი თავმჯდომარის არჩევამდე უხელმძღვანელებს.

ცნობისთვის: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან ერთად, მისი პირველი მოადგილე ვანო ზარდიაშვილიც გადადგა. შესაბამისად, დღის წესრიგში ერთ-ერთი მოადგილისთვის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი დადგა.

"ინტერპრესნიუსი"