"პასუხის ღირსად არ ვთვლი" - რას ამბობს ბესელია ზარდიაშვილზე? - კვირის პალიტრა

"პასუხის ღირსად არ ვთვლი" - რას ამბობს ბესელია ზარდიაშვილზე?

დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მის ყოფილ პირველ მოადგილეს, ვანო ზარდიაშვილს საუბრის დაწყებას არ ურჩევს.

"პასუხის ღირსად არ ვთვლი. უბრალოდ არ ვურჩევ - ეს მისთვისვე იქნება სასარგებლო", - ასე გამოეხმაურა დღეს ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს.

თავის მხრივ ზარდიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით საუბრისგან თავს იკავებს, პროცესებს აკვირდება და განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

იხილეთ ასევე: ვინ არის პარლამენტარი ვანო ზარდიაშვილი და რა აკავშირებს ე.წ. მოსამართლეთა კლანთან

"ინტერპრესნიუსი"