"ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს, კობახიძეს ვინ ეკითხება?" - კვირის პალიტრა

"ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს, კობახიძეს ვინ ეკითხება?"

ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" კოალიცია "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრმა, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, კობახიძე გამოყენებულია სისტემისთვის, თუმცა მან ვერ უზრუნველყო რიგი საკითხები, ვინაიდან მას კოლეგებში ავტორიტეტი არ აქვს.

"ლევან მურუსიძე ბიძინა ივანიშვილის კადრია დღეს. კობახიძეს ვინ ეკითხება? კობახიძე არის ინსტრუმენტი, რომელიც ამ შემთხევვაში არის გამოყენებული ამ სისტემისთვის, უბრალოდ მან ვერ მოახერხა იმის უზრუნველყოფა, რაც აიღო ბიძინა ივანიშვილისგან. მას არ ჰყოფნის ავტორიტეტი, საკუთარ კოლეგებთან პარლამენტში, რომ აი ამ ცირკს არ გვაყურებინონ ტელევიზორში, თოერმ ვინ ეკითხება კობახიძეს", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

იხილეთ ვიდეო