"ამ ხალხს ავიწყდება, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე" - კვირის პალიტრა

"ამ ხალხს ავიწყდება, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მივიდა არჩევნებზე"

ამ ხალხს ავიწყდება, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მართლა საკუთარი კალმებით მივიდა არჩევნებზე, რომ შეეცვალა ხელისუფლება, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მმართველი პარტიის ყველა წარმომადგენელთან არსებობს პრეტენზიები, თუმცა მათი ერთ კონტექსტში განხილვა არ შეიძლება. დოლიძე ამ კონტექსტში საუბრისას ლევან გოგიჩაიშვილს გამოყოფს.

"ხმალამოღებული ადამიანები თავიდანვე ხმალამოღებულები იბრძოდნენ და ამოიღებდნენ ხმას, როდესაც იგივე მიხეილ ჩინჩალაძე უვადოდ გამწესდა და ლევან მურუსიძე გამოსაცდელი ვადით დაინიშნა. რა თქმა უნდა ყველას მიმართ მაქვს პრეტენზია, თუმცა, ახლა მანდ სხვადასხვა ფერებთან გვაქვს საქმე და ერთი და იგივე ყუთში ვერ ჩავდებ ლევან გოგიჩაიშვილს, რომელსაც თავისი წვლილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში აქვს შეტანილი. მან პოლიტიკური თვალსაზრისით მსჯავრი მოიხადა, მისი ვაჟკაცური არაერთი საქციელი მინახავს და ერთი და იგივე კალათაში არ უნდა ჩავდოთ სოფო კილაძესთან და ვანო ზარდიაშვილთან ერთად. სამწუხაროა, რომ მათ თავინთი თავი ჩადეს ამ კალათაში და ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ერთად უნდა იყოს ეს ხალხი. დღეს ვნახე სოფო კილაძის კომენტარი, სია რომ შეჩერდაო, ბიძინა ივანიშვილის და ამ გუნდის დამსახურებააო, ეს ძალიან პრობლემური კომენტარია, აქ ჩანს, რომ ამ ხალხს ავიწყდება, ისინი ხელისუფლებაში მოიყვანა ქართველმა ხალხმა, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, მართლა საკუთარი კალმებით მივიდნენ არჩევნებზე, რომ შეეცვალათ ხელისუფლება და ახლა ამათ ყველაფერი დაავიწყდათ და დარჩნენ თვითონ მარტო გადაწყვეტილების მიმღებებად", - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო