"მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ. ბრიყვები ვგონივართ?" - კვირის პალიტრა

"მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ. ბრიყვები ვგონივართ?"

ხელისუფლებას რომ არ ნდომოდა... მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სია ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაიწერა.

"ხელისუფლებას რომ არ ნდომოდა... მართლა მეთოფიშვილმა დაწერა ეს სია? კარგით რა, ჩვენ ხომ პატარა ბავშვები არ ვართ. ბრიყვები ვგონივართ? გვიმტკიცებენ, რომ თურმე დამოუკიდებელმა ორგანომ, რაღაც პროცედურების დაცვით სია წარადგინა. სია დაიწერა ხელისუფლებასთან შეთანხმებით. ახლა ოფიციალურად რომ ხვდებიან მიქაუტაძე და კობახიძე, არაოფიციალურადაც ხშირად ხვდებიან ხომ? ადგენენ სიას და შემდეგ, ლობირებენ ამ სიას", - განაცხადა ხუხაშვილმა.

იხილეთ ვიდეო