"პარტიის პირველი მიზანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა" - როდის დააფუძნებს თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას? - კვირის პალიტრა

"პარტიის პირველი მიზანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა" - როდის დააფუძნებს თაკო ჩარკვიანი ახალ პარტიას?

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი თებერვლის ბოლომდე ახალ პარტიას სახელწოდებით "კანონი და სამართალი" დააფუძნებს. როგორც თაკო ჩარკვიანმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პარტიის პრეზენტაციის თარიღი და პროგრამა ზუსტდება. მისივე თქმით, პარტიის პირველი მიზანი იქნება კორუფციასთან ბრძოლა და შესაბამისად, ანტიკორუფციული გეგმის შემუშავება.

თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, პარტია ორიენტირებული იქნება რეგიონულ განვითარებაზე. როგორც პუბლიცისტი აცხადებს, "კანონი და სამართალი" მემარჯვენე-ცენტრისტული იდეოლოგიის გამტარებელი იქნება.

"ინტერპრესნიუსი"