პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა - რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და ბახტაძემ? - კვირის პალიტრა

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირველი სამუშაო შეხვედრა - რაზე ისაუბრეს ზურაბიშვილმა და ბახტაძემ?

საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.

შეხვედრაზე პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს.

პრეზიდენტმა და მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრეს მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ.

"ინტერპრესნიუსი"