როგორია იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს ექიმი? - კვირის პალიტრა

როგორია იაშვილის კლინიკაში მოთავსებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს ექიმი?

იაშვილის კლინიკის დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ხვალ დილით კლინიკაში მოთავსებულ ხუთ პაციენტს ხელმეორე შემოწმების შემდეგ გაწერენ. მისი ინფორმაციით, ამ ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. იაშვილში სულ 6 ბავშვია მოთავსებული.

"დღევანდელი მდგომარეობით ჩვენთან მოთავსებული 5 პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. მათ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მეთვალყურეობას ნამდვილად არ საჭიროებენ. ასე რომ, სავარაუდოდ ყველა მათგანი ხვალ დილით ხელმეორე შემოწმებისა და შეფასების შემდეგ გაეწერება. ერთს ალბათ გაუგრძელდება მკურნალობა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

"ინტერპრესნიუსი"