"მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე თბილისის მერიასა და მთავრობას" - კვირის პალიტრა

"მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე თბილისის მერიასა და მთავრობას"

შენ ტუტუცო, პრემიერი რომ გქვია, დილიდან უნდა თათბირობდე, დაყენებული სახით კი არ უნდა დადიოდე პანაშვიდზე, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი" თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ზედამხედველობის სამსახურს, ისე თბილისის მერიასა და საქართველოს მთავრობას, რომელიც პრევენციის მიზნით ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

"ზედამხედველობის სამსახური რას აკეთებს, პირი რომ დაუღია?! დანჯღრეულია ეს ქალაქი და გვენგრევა ქვეყანა თავზე. პატარა ფანჯარა გამოჭერით სახლში, 50 მანქანა მოვა და იმხელა ჯარიმას გამოწერს, მთელი ცხოვრება რომ უნდა იხადო. ნებისმიერმა მოქალაქემ გაბედოს და ფანჯრის უჯრედი შეცვალოს, ტყავს გააძრობენ. ახლა ხვნეშის კალაძე, 10 ათასობით ადამიანი, დაუსრულებელ კორპუსში ცხოვრობს და რას აკეთებს მერე, რა ქუდების და კურტკების ცვლა აუტყდა?! ვირივით სამუშაოა გასაკეთბელი ამ ქალაქში, დანჯღრეულია ეს ქალაქი. ვინ აგო პასუხი "ვარკეთილის" მეტროს ჩამოშლასთან დაკავშირებით?! მთავრობამ რა გააკეთა, გლოვის დღე გამოაცხადა და მთავრობის სხდომა არ გამართა. შენ ტუტუცო, პრემიერი რომ გქვია, დილიდან უნდა თათბირობდე, დაყენებული სახით კი არ უნდა დადიოდე პანაშვიდზე", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"