"ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს"
18-01-2019
"ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდენ - მიშას თბილისიდან არ შეუძლია და ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს"
ხაბეიშვილს და მიშას შეუძლიათ თბილისის ანძაზე აბრძანდენ და... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, ჰოლანდიიდან შეუძლია გამოექანოს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერი გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას იმის შესახებ, რომ დიდ დიღომში მომხდართან დაკავშირებით თბილისის მერი გამოიკითხოს.

"არ ვიცი, ხაბეიშვილს, არასერიოზულ ადამიანს რამდენად სერიოზულად უნდა ვუპასუხო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, ხაბეიშვილი, მიშა, შალიკო - ეს არის ერთი ტიპის ადამიანები, მათი განცხადებები და მესიჯებიც არის ერთგვარი. ერთიან შინაარს შეიცავს. ადამიანებს
რა უნდა ვუთხრა სერიოზულად არ ვიცი, თუმცა ერთს ვიტყოდი, რომ თქვენ ალბათ მთაწმინდა და სატელევიზიო ანძა იცით, ისიც იცით, რომ ჩვენ რეაბილიტაციას ვაპირებთ, საკმაოდ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, დიდი ინტერესია, თუმცა ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ იქ გამოსაყენებელ ადგილს ვაფართოებთ, გამოსაქანებელ ადგილს და ამ ადამიანებს
შეუძლიათ აბრძანდნენ დაა... მიშას თბილისიდან არ შეუძლია, მას შეუძლია ჰოლანდიიდან გამოექანოს. როგორიც არის გამონათქვამები, ისეთივეა პასუხიც", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

patre
18 იანვარი 2019 17:57
ბოდიშს ვუხდი პატარა ტყუპისცალის სულს, რომელიც დედასთან ერთად ამაღლდა ცათა სასუფეველში... თბილისს აპატიე პატარავ, კალაძის უზრდელობა, უფრო ზუსტად უზნეობა....

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?