"თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ" - კვირის პალიტრა

"თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ"

"დავრჩები თუ არა გუნდში, დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს საპარლამენტო უმრავლესობა გაზაფხულზე მოსამართლეების საკითხზე", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იურიდიული კომიტეტის აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- საზოგადოება ელოდა, რომ პრესკონფერენციაზე რაღაც მნიშვნელოვანს იტყოდით. რატომ გადაწყვიტეთ გაჩუმება?

- ბოლო პრესკონფერენციაზე ყველაზე მთავარსა და მნიშვნელოვანზე ვისაუბრე...

თუ ელოდნენ, რომ ივანიშვილს გავლანძღავდი, ამას არასოდეს გავაკეთებ. მას ბევრი სიკეთე აქვს გაკეთებული ქვეყნისთვის და როგორც ქართველი, მადლიერი ვარ. ამის დაუნახაობა უმადურობა იქნება.

...

- ლაპარაკია იმაზეც, რომ თავშეკავება გირჩიეს, რადგან იმ კორუფციულ სქემას გამოაქვეყნებდნენ, რომელშიც თქვენ ხართ გარეული. სოციალურ ქსელში "ოცნებასთან" ასოცირებულმა პირებმა გაავრცელეს კიდეც "მესიჯი", რომ თქვენ თითქოს ზაზა ოქუაშვილისგან აიღეთ ფული.

- ვერავინ გაბედავს ჩემთან მუქარას. სააკაშვილის დროს არ შემშინებია, ყოველდღე სიკვდილს ვუყურებდით თვალებში მეც და ჩემი ოჯახიც და ვიბრძოლეთ სხვათა თავისუფლებისთვის. დღეს ამას საერთოდ გამოვრიცხავ.

რაც შეეხება ამ ბოდვას, კარგი იქნება, თუ გია აბაშიძის უნიჭო სიზმარს, რომელიც თურმე ვაკის პარკში ნახა, არ გაიმეორებთ ან ფაქტებით ვისაუბრებთ. ჩემი უკანონო ქმედების ერთი ფაქტი მაინც წარმოადგინოს ვინმემ. ბევრი ეცადა დაბრალებას, მაგრამ ყველაფერი სიცრუე აღმოჩნდა. ხელმოცარული და ყველაფრის მკადრებელი ელისაშვილის მაგალითიც გეყოფათ, რომელმაც "ნაციონალებთან" ერთად სცადა ცილისმწამებლური კამპანიის აგორება და ბოლოს თვითონ გაეხვია თავისსავე სიბინძურეში და დღეს გაკოტრებული პოლიტიკოსია.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად