"ჩემთვის, ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის, ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი"

"რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოვიდა მიამიტი სახით და მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდიდა საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო თუ რა ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული", - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი განცხადებით, ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის სპეცნებართვა სწორედ გიგი უგულავას მერობის დროს გაიცა, რაც არის დანაშაული თბილისის და თბილისელებისთვის.

"თბილისისთვის მტკივნეული საკითხით მინდა დავიწყო, ეს არის ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობისთვის გაცემული ნებართვა. ეს ნებართვა გაიცა 2013 წელს, გიგი უგულავას მიერ, რომელმაც გამოსცა სპეციალური აქტი - უვადო სპეცნებართვა და ვაკის პარკში ამ კომპანიას მიეცა უფლება, ააშენოს 30-მეტრიანი შენობა-ნაგებობა. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. ამასთან დაკავშირებით აქტივისტები ეწინააღმდეგებოდნენ ამ მშენებლობას და მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. იყო დავები სასამართლოში, სამწუხაროდ, ყველა სარჩელი წაგებულია და სპეცნებართვა ძალაშია დატოვებული.

რამდენიმე დღის წინ ყოფილი მერი გიგი უგულავა გამოვიდა მიამიტი სახით და მინაბული თვალებით და ბოდიშს უხდიდა საზოგადოებას ჩემი გამონათქვამების გამო და არა იმის გამო თუ რა ჩაიდინა ქალაქის წინაშე და რა შეცდომები აქვს დაშვებული. ეს არის დიდი დანაშაული თბილისისა და თბილისელების წინაშე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი ასეთი ნებართვაა გაცემული, რომელიც ქალაქის გრძელვადიანი განვითარებისთვის მძიმე იქნება. ჩვენ მოგვიწევს ამ მიმართულებით მუშაობა და გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ბევრი ნაღმი აგვიფეთქდა, რომელიც არის უგულავას მერობის დროს გაცემული. ჩემთვის, ბატონი უგულავა, რომელიც არის კორუმპირებული, არის ნათელი მაგალითი თუ როგორი არ უნდა იყო ქალაქის მერი", - განაცხადა კალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"