"ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან" - კვირის პალიტრა

"ჩემი პირველი ვიზიტი ბრიუსელში ცხადყოფს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან"

ჩემი პირველი ვიზიტი საზღვარგარეთ, რომელიც ბრიუსელში იმართება, ცხადყოფს რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი კავშირები ნატო-სთან. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ნატო-სთან ურთიერთობა ქართველი ხალხის არჩევანს ასახავს. ზუსტად ამიტომაც ჩავწერეთ საქართველოს კონსტიტუციაში, რომ საქართველო გაწევრიანდება ნატო-ში და ევროკავშირში. ეს ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტია და ეს ჩემი საპრეზიდენტო მანდატის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. მადლობას გიხდით იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც საქართველო იღებს ნატო-სგან. ჩვენი ინტეგრაციის გზა წარმატებულია, რამაც საქართველო უფრო მეტი უსაფრთხოებით უზრუნველყო. ასევე, მნიშვნელოვანია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც საქართველოს ორი რეგიონი ოკუპირებულია, როდესაც გვაქვს საოკუპაციო ხაზი, რომელიც მუდმივად გვახსენებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა მუდმივი წნეხის ქვეშ არის. საქართველომ დაამტკიცა, რომ ნატო-ს საიმედო პარტნიორია. საქართველო ცდილობს სამაგალითო პარტნიორი იყოს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"