"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს. სხდომას "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

როგორც დეპუტატებმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი იქნება, რომელსაც ისინი დასვამენ შეხვედრაზე. ასევე, განიხილება ბოლო დროს პარტიაში მიმდინარე მოვლენები.

შეხვედრაზე იმყოფება უმრავლესობის წევრი ეკა ბესელიაც, რომელიც ამბობს, რომ ეცდება კოლეგებს საკუთარი არგუმენტები წარუდგინოს, თუ რატომ არ შეიძლება ის 10 მოსამართლე უვადოდ გამწესდეს უზენაეს სასამართლოში.

"ინტერპრესნიუსი"