დღე მეორე - "ქართული ოცნების" ოფისში ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

დღე მეორე - "ქართული ოცნების" ოფისში ივანიშვილის ხელმძღვანელობით უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრათა ციკლი მმართველმა გუნდმა გუშინ დაიწყო და განხილვის მთავარ თემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი წარმოადგენს, რომელზეც გუნდში განსხვავებული პოზიციებია.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა ერთგვარად მედიატორის როლი შეასრულა და ყველას აზრი მოისმინა.

იხილეთ ასევე: "ივანიშვილი კარგად უძღვებოდა ამ არცთუ ისე იოლ სხდომას" - რა გადაუწყვიტეს ეკა ბესელიას?

"ინტერპრესნიუსი"