"ქართული ოცნების" ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა და სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა და სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო"

ხვალ დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციის წინ „ქართული ოცნების“ ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა და სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო, - ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით უსუფაშვილი დარწმუნებულია, რომ პარლამენტის წევრთა ნაწილს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებული პოზიცია ბოლომდე გაჰყვება.

"უზენაეს სასამართლოში 17 მოსამართლეა ასარჩევი. უმრავლესობაში დაახლოებით, 7-ჯერ 17 წევრია. ახლა, 7-8 ადამიანს რომ შეუძლია თავისი ფავორიტი ჰყავდეს და დანარჩენებმა ერთმანეთს მხარი დაუჭირონ. ჩემი ღრმა რწმენით, ასე მივიღებთ ორ-სამ საჩვენებელ სახეს უზენაეს სასამართლოში და დანარჩენები იქნებიან იმ გუნდის წარმომადგენლები, რომელთაც ვერტიკალი უნდა გაამაგრონ და ეს არის მთავარი ამოცანა. ამ კონკრეტულ პროცესში, განსაკუთრებით, პარლამენტის იმ წევრების პასუხისმგებლობაა და მათგან მოლოდინი არსებობს, ვინც ხმა აიმაღლეს და ვინც დაინახეს, რა პრობლემებთან გვქონდა საქმე, რომ ეს ადამიანები ასე მარტივად არ აყვებიან იმ შიდა თამაშებს, რომ პრობლემები მიიჩქმალოს.

გარდა ამისა, სრულიად აშკარაა, რომ ხვალ დანიშნულ მოსამართლეთა კონფერენციის წინ "ქართული ოცნების" ლიდერი მიხვდა, რომ მის ინტერესებში განსაკუთრებული აყალმაყალი არ შედიოდა, სჯობდა, სიტუაცია ჩაწყნარებულიყო, რათა ხვალ მოსამართლეთა კორპუსმა ერთხმად გამოუცხადოს მხარდაჭერა იმ ავტორიტეტულ ინდივიდებს სასამართლოს შიგნით და ორშაბათს ჩვენ გვითხრან - რა გინდათ, ეს ანტისახელმწიფოებრივი ოპოზიცია და სასამართლოს ხელში ვერჩაგდებით გადარეული არასამთავრობო ორგანიზაციებიღა ხართ პრობლემაო", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"