"მამუკა კობახიძე ყოფილა ალექსანდრე მაკედონელი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" მმართველზე - კვირის პალიტრა

"მამუკა კობახიძე ყოფილა ალექსანდრე მაკედონელი" - რას ამბობს ალეკო ელისაშვილი "ყაზტრანსგაზ თბილისის" მმართველზე

"მამუკა კობახიძე ყოფილა ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი და ნაპოლეონ ბონაპარტე" - ამის შესახებ  ალეკო ელისაშვილმა გადაცემა "360 გრადუსში"  "ყაზტრანსგაზ თბილისის" მმართველზე ისაუბრა.

"ერთდროულად ეს პერსონაჟი არის თბილისის სატრანსპორტო კლომპანიის დირექტორი, "ყაზტრანსგაზ თბილისის" მმართველი და საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ფონდის დირექტორი. რამდენი აქვს ხელფასი ჯამურად იცით? ! ""ყაზტრანსგაზში" იღებს 14 000 ლარს, როდესაც თანამშრომლებს 400 ლარზე ამუშავებს" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა