როგორ აფასებენ NDI-ის გამოკითხულები გიორგი გახარიას საქმიანობას? - კვირის პალიტრა

როგორ აფასებენ NDI-ის გამოკითხულები გიორგი გახარიას საქმიანობას?

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ გამოკითხული მოსახლეობის 67% პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს, ხოლო 21% - უარყოფითად.

კითხვაზე, როგორ შეაფასებდით ქართული პოლიციის საქმიანობას, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ არ იცის.

რაც შეეხება ბოლო ორი წლის განმავლობაში პოლიციისადმი მიმართვიანობას, გამოკითხულთა 94% ამბობს, რომ პოლიციისთვის არ მიუმართავს, ხოლო 5% ამბობს, რომ მიმართა. გამოკითხვის თანახმად, აღნიშნულ 5%-ში შესული ადამიანების უმრავლესობამ პოლიციას მიმართა, როგორც მსხვერპლმა და ასევე უმეტესობა კმაყოფილი იყო პოლიციის რეაგირებით.

NDI-იმ მოსახლეობას შინაგან საქმეთა სამინისტროს(გიორგი გახარიას) საქმიანობის შეფასებაც სთხოვა, გამოკითხულთა 47% უწყების(გახარიას) საქმიანობას დადებითად აფასებს, გამოკითხულთა - 23% უარყოფითად, 29%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1% კითხვაზე პასუხზე უარს აცხადებს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2,1%-ია.

იხილეთ ასევე: მამისთვის ნაჩუქარი 120 000 აშშ დოლარი და 50 000-ლარიანი რემონტი - რა ქონებას ფლობს გიორგი გახარია?

"ინტერპრესნიუსი"