"გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე დღეს "ქართული ოცნების" თილისმად იქცა" - კვირის პალიტრა

"გირგვლიანის საქმის მოსამართლე ლევან მურუსიძე დღეს "ქართული ოცნების" თილისმად იქცა"

სანდრო გირგვლიანის მკვლელობამ და იმ მოძრაობამ, რომელიც მისმა დედამ, ირინა ენუქიძემ დაიწყო, საქართველოს ისტორია შეცვალა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც 2006 წლის 28 იანვარს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ ისაუბრა.

ანა დოლიძის თქმით, აღმოჩნდა, რომ „ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ" ბრძოლა დღესაც არ არის დასრულებული და იმ დროს უზენაეს სასამართლოში გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლე ლევან მურუსიძე დღეს კვლავ "ქართული ოცნების" თილისმად იქცა.

“ჩვენ, რეალურად ერთხელ უკვე ძალიან ხმამაღლა ვთქვით, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა მიუღებელია. თუმცა ძალიან სამწუხაროა, რომ დღესაც მიწევს იმის თქმა, რომ ძალადობრივი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებული არ აღმოჩნდა. ჩვენ ცოტა ხნის წინ უვადო მოსამართლედ დაგვისვეს ლევან მურუსიძე, რომელიც ახლა უკვე "ქართული ოცნების" თილისმაა. ბრძოლა ძალადობის წინააღმდეგ, ბრძოლა იმისათვის, რომ ხელისუფლებას ესმოდეს ხალხის ფასი, იცოდეს ხალხის პატივისცემა, გრძელდება. ამ შემთხვევაში მას სხვა ფორმა აქვს, ამ შემთხვევაში ჩვენ სასამართლოში დამოუკიდებლობის დამკვიდრებუსთვის ვიბრძვით. დღეს ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს ყველაფერი გავიხსენოთ და რაც მთავარია, მადლობა გადავუხადოთ სანდრო გირგვლიანის ოჯახს იმისთვის რაც გააკეთეს ჩვენთვის“, - განაცხადა დოლიძემ.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მრავალჯერადი დაზიანებებით გარდაცვლილი იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"