"ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით?" - ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

"ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით?" - ეკა ბესელია განცხადებას ავრცელებს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც ის წერს, სოციალური ქსელით ვრცელდება მისი პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს დამზადდა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს გავრცელდა.

"ძალიან მოკლედ და გასაგებად ვწერ, ამ ეტაპზე, შეფასებების გარეშე:

ჩემი გადადგომის თაობაზე განცხადების გაკეთებიდან დაიწყო ახალი მიზანმიმართული, დაფინანსებული ცილისმწამებლური კამპანია ჩემს წინააღმდეგ სოციალური ქსელებით, მედიით და აკრძალული მეთოდების გამოყენებით.

ამ ყველაფერმა მიიღო კამპანიური დაგეგმილი ხასიათი.

მე წლების განმავლობაში ბევრჯერ გადავიტანე სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ძალადობრივი და ცილისმწამებლური თავდასხმები. ბოლო პერიოდში ახალი ფორმების გამოყენებით ხდება ეს შეტევა ჩემს მიმართ.

ბოლო ინფორმაცია რაც მომაწოდეს გუშინ გვიან, სოც ქსელით ჯგუფებში ვრცელდება პირადი და ოჯახური საიდუმლოების უკანონო ჩანაწერი.

ეს ჩანაწერი სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს დამზადდა და გავრცელდა ჩვენი ხელისუფლების პერიოდში. ამ ფაქტზე 8 პირი გამოავლინა პროკურატურამ დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქმე სააპელაციო სასამართლოში იყო ბოლოს.

მე ამ საქმის სასამართლოში გაგზავნას არ მივიჩნევდი სწორად, რათა მასალის გავრცელების საფრთხე არ დამდგარიყო. საპროცესო შეთანხმების გაფორმება ნიშნავს პირის დამნაშავედ ცნობას და საპატიმრო სასჯელის გამოყენებას.

რაც მიმაჩდა სწორად ამ ვითარებაში.

მე თავად ვიყავი ავტორი იმ საკანონმდებლო ცვლილებების რომლითაც წინა მოწვევის პარლამენტში გამკაცრდა დანაშაული პირადი და ოჯახური საიდუმლოების და კომუნიკაციის წესის დარღვევის.

ეს იმიტომ, რომ ადამიანები დაგვეცვა მორალური ტერორისგან!!!

ახლა რა ხდება? ვინ აირჩია ჩემთან ანგარიშსწორება ამ ფორმით?

ამ კითხვებზე პასუხი მინდა უმოკლეს ვადაში სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან.

ვის ხელში იყო ეს მასალა?

ვინც განახორციელა უკანონო ჩაწერა და ცადა ჩემზე მორალური ზეწოლა 2012 წლის 1 ოტომბრის არჩევნების წინ და არაფერი გამოუვიდათ, ვინც გადასცა გამოძიებას და ბოლოს სააპელაციო სასამართლოს ხელში...

აღარ გავაგრძელებ!

ახლა კი მივმართავ საჯაროდ შალვა თადუმაძეს, გიორგი გახარიას და ვახტანგ გომელაურს სასწრაფოდ და უმოკლეს ვადაში დაადგინეთ ვინ განახორციელა და ვინ დგას ამ მორალური ტერორის უკან? ვითხოვ ყველა ფაქტზე რეაგირებას დაწყებული აბაშიძის შეკვეთილი პოსტიდან ბოლო ინფორმაციის ჩათვლით.

საჯაროდ გამოავლინეთ!!!

მე მგონი კარგად ესმის ყველას რას ნიშნავს წითელი ხაზების გადაკვეთა", - წერს ეკა ბესელია "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: შსს-ს ინფორმაციით, უწყება დავით ჭიჭინაძის მიერ გაკეთებულ საჯარო განცხადებაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს