"ეს აშკარად წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო ... ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ის ორი დეპუტატი, რომლებიც ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ" - კვირის პალიტრა

"ეს აშკარად წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო ... ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ის ორი დეპუტატი, რომლებიც ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ"

დიდი რეზონანსი მოჰყვა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანის ძეგლის გახსნას. ამ ღონისძიებას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანი დაესწრნენ... მომხდარს უკიდურესად უარყოფითად გამოეხმაურნენ ბაქოდან, რასაც პასუხი მოჰყვა სომხეთიდან... მოკლედ, საქართველო სკანდალში გაეხვია, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ირკვევა, ეს ძეგლი სოფელში 1995 წელს დაუდგამთ, ახლა კი რესტავრირებული ხელმეორედ გახსნეს... ოფიციალური ბაქო თბილისის რეაგირებას ითხოვს. ამ ყველაფერს განსაკუთრებულად აშუქებს და ცეცხლზე ნავთს ასხამს რუსული მედია...

მამუკა არეშიძე, ექსპერტი: - თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ეს აშკარად წინასწარგანზრახული პროვოკაცია იყო და ამ თემაზე რუსული მედიის წარმოებული კამპანიაც ამის დასტურია. დარწმუნებული ვარ, ყველაფრის უკან, სხვა დაინტერესებულ ძალებთან ერთად, დგას სომხური ლობიც. ავაქიანის ძეგლი ნამდვილად იყო ამ სოფელში, ოღონდ მას კი არ ჩაუტარდა რესტავრაცია, მის ადგილას ახალი დადგეს.

ამ პროვოკაციას, ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა შეეწირონ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; ასევე ძალიან მკაცრად უნდა დაისაჯოს ის ორივე დეპუტატი, რომლებიც ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ. მამუკა არეშიძე

საერთოდ, ამ ენზელ მკოიანმა ძალიან მოგვაბეზრა თავი! ჯერ ერთი - შეუცვლელ დეპუტატად იქცა!

მკოიანი არის ადამიანი, რომელიც ერთი პარტიიდან მეორეში დახტუნაობს და ჯავახეთის, განსაკუთრებით კი - ნინოწმინდის რაიონის აუღიარებელ მეფედ იქცა; მეორეც - პარლამენტში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის დასაცავად არის!

სულ ფეხებზე ჰკიდია ჯავახეთიც, ნინოწმინდის რაიონიც და საქართველოს ინტერესებიც! ეს დეპუტატები სწორედ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოიქცნენ და არ შეიძლება, მათ ეს შერჩეთ! რა თქმა უნდა, მომხდარზე პასუხისმგებელი არიან ადგილობრივი სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებიც, რომლებმაც ეს დაუშვეს.

არ ვლაპარაკობ იმაზე, ეს ავაქიანი რას წარმოადგენდა - აქ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესები! რაც შეეხება რუსულ პრესას, ეს კამპანია აშკარად მიზანმიმართული იყო. სამწუხაროდ, ჩვენ ხშირად ამგვარი კამპანიების წინააღმდეგ კონტრზომების მიღებას ვერ ვახერხებთ, ან ჩვენი პასუხი ვერ ისმის ისე ხმამაღლა, როგორც საჭიროა. აბა, ვნახოთ, ვისი ძეგლი დგას როსტოვის ოლქის ქალაქ დონის ნახიჩევანში, ან ამავე ოლქის კიდევ ერთ ქალაქში? სწორედაც რომ ყარაბაღის ომის მონაწილეების!

ახლა საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს ფრთხილად და გონივრულად. მომხდარის არშემჩნევა დიდი შეცდომა იქნება. ამას უნდა მოჰყვეს სერიოზული დასკვნები და საკადრო ცვლილებები. ძეგლის დემონტაჟი აღარ გამოვა - იქაური მოსახლეობა ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა თუ სპეცსამსახურების ხელმძღვანელობა რომ დაისჯება, ეს იქნება მაგალითი მათთვის, ვინც მათ ადგილებზე მოვა. ისინი იძულებული იქნებიან, უფრო ყურადღებით მოიქცნენ... წაიკითხეთ სრულად