"ივანიშვილმა როგორც კი გაიგო საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა, იქვე გაწყვიტა ჩვენთან კავშირი"
"ივანიშვილმა როგორც კი გაიგო საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა, იქვე გაწყვიტა ჩვენთან კავშირი"
90-იანი წლების მოვლენები დღესაც იწვევს საზოგადოების დიდ ინტერესს. ჩვენმა რესპონდენტმა გვარ-სახელის გამჟღავნება­ მიზეზთა გამო არ ისურვა,­ თუმცა დაგვთანხმდა, ზვიად გამსახურდიას, მერაბ კოსტავას და სხვა იმ პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების გარდა, მოეთხრო იმის შესახებაც, თუ როგორ გაიცნო რუსეთში ბიძინა­ ივანიშვილი, რომელსაც რეკეტიორები დიდ ფულს სთხოვდნენ.

ივანიშვილის გემები

- მე რუსეთში წავედი და წლები იქ გავა­ტ­არე. ბიძინა ივანიშვილიც სწორედ იქ გავ­ი­ცანი. იმხანად ბიძინას სამი გემი (ორი 60 000-ტონიანი­ ნავთობმზიდი, ერთი გემიც თავისი ქარხნით)
ნოვ­ოროსიისკში რეკეტიორებმა ჩაიგდეს ხელთ და ივანიშვილს დიდ ფულს სთხოვდნენ. ჰოდა, "ბრატვა" (საძმო - ავტ.), რომელიც­ ნოვოროსიისკის პორტს "უყურებდა", ჩემს ძმაკაცთან, აფონიასთან (თემო ბაქრაძე) ერთად იჯდა 6 წელი კომში. თემო იმ ზონის მაყურებელი იყო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ გავიდა ბიძინა­ აფონიაზე,­ მაგრამ მოძებნა და დახმარება
სთხოვა. ფულს განა არ გადავიხდი, მაგრამ იმათ არ გადავუხდი, სამივე გემი წამოიყვანეთ, ერთს თქვენ გადაგიფორმებთ­ და ორი წლის სადგომის ფულსაც მე გადა­გ­იხდითო. ამ თემაზე­ ბიძინას ოთხჯერ შევხვდით. შემდეგ წავიდა რეკვები ნოვოროსიისკში და მოკლედ შევთანხმდით, დაგვიბრუნეს გემები. მაგრამ ამ დროს ერთი გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდა - მე და ჩემი ძმაკაცი ცუდად გავხდით, მოვიწამლეთ და საავადმყოფოში წაგვიყვანეს, ლამის დავიხოცეთ. იქ აზრზე მოგვიყვანეს და მეორე დღეს უკვე კარგად ვიყავით. ჩვენი მესამე ძმაკაცი მისულა ბიძინასთან და უთხოვია, ბიჭებს 20.000 დოლარი სჭირდებათო. იმასაც ეს ფული იქვე მიუცია­ და თან უკითხავს, რა მოუვიდათო?­ ამასაც მოუყოლია... ბიძინამ როგორც კი გაიგო საქმე ნარკოტიკებს ეხებოდა, იქვე გაწყვიტა ჩვენთან კავშირი და ბოლომდე მიყვანილი საქმეც ჩაიშალა. რეკეტიორებს ფული გადაუხადა და გემები დაიბრუნა. არადა, იმ დროს სულ არ ვეკარებოდით­ ნარკოტიკს. ერთმა კაცმა მოგვცა, თან "მეტადონი" მაშინ არც ვიცოდით, რა იყო... ეტყობა, ზედმეტი მოგვივიდა და ზედოზირებით მიგვიყვანეს საავადმყოფოში.

ბიძინას ის 20.000 დოლარი დავუბრუნეთ. მოსკოვში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, პატარა ოფისი ჰქონდა, იქ მივუტანეთ. თუმცა არც მაშინ და არც მერე ჩვენთან ურთიერთობა არ უცდია. რაც მე მინახავს, ბიძინას იმდენი და ისეთი რამეები­ აქვს გაკეთებული, ამას ბოროტი კაცი ვერ გააკეთებდა. როგორც გითხარით, მას რამდენჯერმე შევხვდი, საუბრისას მოსმენა იცის და არ გაგრძნობინებს, რომ შენ წინაშე მილიარდერია... (იხილეთ სრულად)

NR
01 თებერვალი 2019 14:44
ძალიან მაგარი კაცია ბიძინა და მაგრად გული მწყდება ,რო გაცნობის შანსი არ მაქვს (ნუ საიდან) .. მაგარი ადამიანია ხალხოო გაიაზრეთ პროსტა, მთელი ჭორვილა მოამარაგა,გადაუხადა ყვეალფერი, მარა რათ გინდა ვინ დაინახა?!ნუ რამხელა სიკეთეები აქვს გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს ეს ყველამ კარგად იცით! ნუ რამდენი სიკეთე კიდე არ ვიცით რაც გაუკეთებია.... მაგარი კაცია და გიხაროდეთ რო თავი შეიწუხა და პრემიერად მოგვევლინა! მთელი საპატრულო სისტემა ბიძინას ფულებით არის აწყობილი ასევე და უამრავი რამე ! გაახილეთ თვალები თქვენი ბრმა ... კაცს დაუფასოთ სიკეთე , რომ კვლავ მიეცეს ენთუზიაზმი!!!! ვერავინ ვერაფერს ვერსად ვერ წავიღებთ საბოლოოდ და ქვეყანას მაინც დაუტოვოთ სამარიაჟო სილამაზეც და ასევე ჩამოყალიბებული თაობა! გასაგებია თქვენ ნაგავზეც არავინ მიგიღებთ (ნაცებს) მარა თქვენს შვილებს ეცით პატივი,რო თქვენნაირი ბინძური (აზრობრივად) არ გაიზარდონ!
ავოიეეე
31 იანვარი 2019 22:21
მიშას და ნაცებს ერთად აღებულს, სჯობია!
არა ქოცს! არა ნაცს!
31 იანვარი 2019 21:40
ჰო რა, ჭირი იქა და ვითომ ლხინი აქა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები