"ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია" - კვირის პალიტრა

"ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია"

ბესელია ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება სხვა ე.წ. კომპრომატები ჰქონდეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა. დეპუტატის თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები სუს-მა ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაავრცელა, რათა რიგით მოქალაქეებზე მომხდარიყო ჯოხის გადატეხვა.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიდეო თავად ბიძინა ივანიშვილის დავალებით გაავრცელა სუს-მა, რადგან ამას ჰქონდა სპამური ხასიათი. ათობით ადამიანს მიუვიდა „ინბოქსში“ სწორედ იმ იმედით, რომ ვიღაცას ხელი წაუცდებოდა და შემდგომ სუს-ი ადამიანებზე შეეცდებოდა ჯოხის გადატეხვას. სამწუხარო ის არის, რომ თავად ეკა ბესელიასაც, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწორად განაცხადა, ინიციატორი უნდა დასაჯონ სამართალდამცავებმაო, ის მაინც ვერ ახსენებს ბიძინა ივანიშვილის სახელს და გვარს, რადგან ეშინია, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სხვა ე.წ. კომპრომატებიც“, - განაცხადა თინათი ბოკუჩავამ.

"ინტერპრესნიუსი"