ბინა პარიზში და 2 891 ლარი პრეზიდენტობის 15 დღეში - რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი? - კვირის პალიტრა

ბინა პარიზში და 2 891 ლარი პრეზიდენტობის 15 დღეში - რა ქონებას ფლობს სალომე ზურაბიშვილი?

გასული წლის მიწურულს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის რიგით მე-5 და პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდა.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობის 15 დღეში ანუ 2018 წლის 16 დეკემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში პრეზიდენტმა შემოსავლის სახით, 2 891,42 ლარი მიიღო. ამასთან, გასულ წელს ზურაბიშვილს პარლამენტის წევრობის დროსაც აქვს შემოსავალი მიღებული - 55 128 ლარის ოდენობით.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა როგორ შეიცვალა სალომე ზურაბიშვილის ქონებრივი მდგომარეობა ერთ წელიწადში.

მიმდინარე წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, პრეზიდენტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ შეცვლილა და კვლავ, თბილისში, 126,33 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს; 235 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და პარიზში მდებარე 60 კვ.მეტრის ბინას ფლობს. ამასთან, მის საკუთრებაშია ასევე მსუბუქი ავტომობილი Hyundai. გაგრძელება