"მაქვს ეჭვი, ვის სურს ჩემზე შურისძიება" - კვირის პალიტრა

"მაქვს ეჭვი, ვის სურს ჩემზე შურისძიება"

ვის არ აძლევს ხელს ეკა ბესელიას პოლიტიკური აქტიურობა და ვინ აშანტაჟებს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოფირით, ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრას" ეკა ბესელია ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- პირადი საიდუმლოებისა და სივრცის ხელყოფა უმძიმესი დანაშაულია. სააკაშვილის ძალადობრივი რეჟიმის დროს ყველა ამ მორალურ ტერორში ვიყავით და სწორედ ამის დასრულება იყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ეს ფირი ჩვენი ხელისუფლების დროს გავრცელდა. სააკაშვილის ხელისუფლებაც ავრცელებდა უკანონო ჩანაწერებს, მაგრამ ეს ჩვენ არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან. წინა პარლამენტში თავად ვიყავი ინიციატორი, რომ გამკაცრებულიყო ის მუხლი, რომელიც ამ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობას აწესებს და ნაკლებად მძიმე დანაშაულიდან სასჯელი მძიმემდე გავზარდეთ...

...

- ეს ჩანაწერი ჩემზე არ მოქმედებს, ამისთვის მზად ვიყავი. პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა იმ პირსა და ორგანოს, რომელთაც ქვეყანაში კონსტიტუციური გარანტიის დაცვა ევალებათ. ბრძოლას გავაგრძელებ! მათი მიზანია ჩემი განეიტრალება და შეჩერება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწევენ - იმ საქმეს ახლაც ვაგრძელებ, რისთვისაც ეს პროცესი დავიწყე. ეს არის სამართლიანობის იდეა, სამართლიანი სასამართლო და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება.

მე დავუპირისპირდი სასამართლოს იმ ჯგუფს, ვისაც სურს სასამართლოს დამოუკიდებლობა პირად, კორპორაციულ ინტერესად აქციოს. ეს ამბავი ამ ჯგუფთან კონფლიქტს დაემთხვა. მე მხოლოდ ფაქტებს ვაფიქსირებ და მაქვს უფლება, მქონდეს ეჭვი, განცხადებასაც ძალიან მოზომილად ვაკეთებ. მე ვავიწროებ იმ სავარაუდო პირთა წრეს, ვის ინტერესებშიც შედიოდა ასეთი ანგარიშსწორება. ... მაქვს ვარაუდი და ეჭვი, ვის სურს შურისძიება. ისინი სასამართლო სისტემაში სააკაშვილის რეჟიმის გამგრძელებლები არიან...

- ივანიშვილთან ორდღიან შეხვედრაზეც გკითხავთ. როგორც ვიცი, თქვენი სათქმელი დააფიქსირეთ. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილი მაინც კობახიძისკენ იხრებოდა... - ამ შეხვედრის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. მე ვთქვი სათქმელი მწვავედ და პირდაპირ. არავის ჩემთვის კითხვა არ დაუსვამს, მე კი მქონდა კითხვები. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილმა იმ ორდღიანი შეხვედრის დროს ყველაფერი გააკეთა კონფლიქტის შესაჩერებლად. ნამდვილად არ იხრებოდა კობახიძის მხარეს და ვინც ეს თქვა, ცრუობს.

პარტიის თავმჯდომარეს სურს შეინარჩუნოს ერთიანობა და ის ყველას მოსაზრებას ისმენდა. ერთიანობის შენარჩუნება შესაძლებელია ღირებულებებისა და მორალური ფასეულობების შენარჩუნებით. თუ ეს მოხერხდება, ყველაფერი დალაგდება, სხვაგვარად ერთიანობა ვერ წარმომიდგენია.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენო საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად