ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება - რა შემთხვევაში დაგაკლდებათ ქულები - კვირის პალიტრა

ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება - რა შემთხვევაში დაგაკლდებათ ქულები

ავტოსაგზაო შემთხვევებზე რეგულირება მკაცრდება. ამის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ კანონპროექტშია აღნიშნული.

მათ შორის ცვლილებები გულისხმობს სიმთვრალეზე პასუხისმგებლობის გამკაცრებას. ასევე დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ვიდეოკამერით დაფიქსირებულ სიჩქარის გადაჭარბებაზე მძღოლებს ქულები დააკლდებათ.

„საგზაო უსაფრთხოების სფეროში პასუხისმგებლობა მკაცრდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელ რიგ მუხლებზე და დასჯადი ქმედებების გაფართოება ხდება. მათ შორის, ცვლილებები ითვალისწინებს პასუხისმგებლობის გამკაცრებას სიმთვრალის მდგომარეობაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაჭარბებული სიჩქარით მართვისთვის, საგზაო მოძრაობის წესების დაუცველობისთვის, საგზაო- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისთვის. პროექტით განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების შესახებ დადგენილების ჩაბარების ახალი წესი. გაგრძელება