თალაკვაძე მელიას: "ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო!"
თალაკვაძე მელიას: "ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო!"
პარლამენტში, განათლების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზუგდიდის მე-6 სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საკითხს განიხილავდნენ, მსჯელობა ხმაურით მიმდინარეობდა. ერთმანეთს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაუპირისპირდნენ.

"ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანმა გაიმარჯვა. მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან", -
განაცხადა ნიკა მელიამ.

ამ განცხადებას არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ წერილი, რომელზეც ოპოზიცია საუბრობს, ანონიმური არ იყო.

ნიკა მელიას ფრაზას "კარავში შეყვანასთან" დაკავშირებით, თალაკვაძის უკმაყოფილება მოჰყვა.

"ხელს ისე მოგკიდებ, რომ შეიძლება ვეღარ გამაშვებინო! რა კარავში შემიყვან? მე მეუბნები? ხოდა მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ
კარვებში შეგიყვან, რომ შეიძლება შეგეშინდეს", - მიმართა მელიას თალაკვაძემ.

მისივე თქმით, მინისტრი პარლამენტში არის, ამ მძიმე საუბარს ისმენს, ამ ბრალდებებს პასუხობს და "ამ ემოციურ ფონზე ძალიან განიცდის ყველაფერს".

"წერილი, რომელშიც არის სახელი, გვარი, მისამართი, მოცემულია ყველა სათანადო რეკვიზიტები, დიახ, შესაძლოა, უნდა გადაემოწმებინა ეს სამინისტროს, მაგრამ ამ წერილს რომ ანონიმურს უწოდებთ ეს არის თქვენი სპეკულაცია. დღეიდან პრაქტიკა უნდა შეიცვალოს და ეს წერილები უნდა გადამოწმდეს", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

09 თებერვალი 2019 12:01
ბატონო არჩილ არ აგვირჩევიხართ ცხუბისა და კინკლაობისთვის 2012 წლიდან თუ შეეტყო ქვეყანას წინსვლა შეეტყო მხოლოდ პარლამენტარების ჯიბეებს სუ ტყუილად აგირჩიეთ აგირჩიედ მხოლოდ თქვენი დამდიდრებისთვის

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს  საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, რამდენად ხშირად ხდება დღეს საქართველოში თანამდებობის პირთა მიერ უფლებამოსილების პირადი მიზნებისთვის გამოყენება?
თვის კითხვადი სტატიები