ბინები თბილისში და საჩუქრად 50 000 ლარი მშობლისგან - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი ნინო წილოსანი - კვირის პალიტრა

ბინები თბილისში და საჩუქრად 50 000 ლარი მშობლისგან - რა ქონებას ფლობს ერთ-ერთი მდიდარი დეპუტატი ნინო წილოსანი

პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი მონიტორინგის ცენტრის "მედიატორის" მიერ გასულ წელს გამოქვეყნებული მილიონერი პარლამენტარების სიაში ერთ-ერთია.

ცენტრის ცნობით, მისი უძრავი ქონების ჯამური თანხა 2 074 207 ლარია.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ქონენას ფლობს დეპუტატი და როგორ შეიცვალა მისი მდგომარეობა ერთ წელიწადში.

2019 წლის 31 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ნინო წილოსანის უძრავი ქონება გასულ წელს არ შეცვლილა და დეპუტატი ფლობს: თბილისში მდებარე 82,9 კვ. მეტრი არასაცხოვრებელი ფართის 27,63%-იან წილსა და 60,91 კვ. მეტრის არასაცხოვრებელი ფართის 33%-იან წილს. მის საკუთრებაშია ასევე: დედაქალაქში მდებარე 124,7 კვ. მეტრისა და 224,7 კვ. მეტრი ფართობის ორ ბინას; 15,07 კვ. მეტრის ავტოფარეხი თბილისში და 440 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ურეკში.

როგორც დეკლარაციაში აქვს მითითებული წილოსანმა 2018 წელს Toyota-ს მარკის მსუბუქი ავტომობილი 50 000 ლარად შეიძინა. რაც შეეხება დეპუტატის ფინანსურ მდგომარეობას, გაგრძელება