"წულუკიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას..."
"წულუკიანი ცდილობს, გაექცეს პასუხისმგებლობას..."
"ახალი კონსტიტუციის ძალაში შესვლისთანავე საბჭოს კონკრეტულმა წევრებმა, რომლებიც კლანს წარმოადგენენ, სასამართლოს სრული უზურპაცია მოახდინეს. კლანის თავგასულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, უნდა უზენაეს სასამართლოსაც დაეპატრონოს"

ბოლო დროს ხშირად ისმის კითხვა - ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში მდგომარეობამ ასეთი სავალალო მასშტაბი შეიძინა. ამ საკითხებზე "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელ დირექტორ მიხეილ­ ბენიძეს ვესაუბრეთ.

- სასამართლოსთან დაკავშირებით მივიღეთ ისეთი სავალალო სიტუაცია, რომე­ლზეც ჯერ კიდევ 2012 წლიდან ვსაუბ­რ­ობდით, რადგან უკვე ცნობილი იყო, რომ რეფორმა სათანადოდ
ვერ მიდიოდა. საბჭოს დანიშვნა და მოსამართლეების შერჩევა თავიდანვე პრობლემური იყო და არასამთავრობო სექტორიც ამას ამბობდა. 2018 წლის მიწურულს დადგა კულმინაციური მომენტი - ახალი კონსტიტუციის ძალაში­ შესვლისთანავე საბჭოს კონკრეტ­ულმა წევრებმა, რომლებიც სასამართლოს კლანს წარმოადგენენ, სასამართლოს სრული უზურპაცია მოახდინეს. კლანის თავგასულობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, უნდა უზენაეს სასამართლოსაც
დაეპატრონოს.

- ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ადამიანები ადრე თუ ცუდად იქცეოდნენ, ახლა კარგად იქცევიან.
- კობახიძის განცხადება უტიფრობაა. კლანი საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობს, მმართველი პარტია კი ლობირებს მას. ამასთან, ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები უტიფრად აცხადებენ, რომ ვინც ამას აპროტესტებს, "ნაციონალურ მოძრაობასთან""არის ასოცირებული.
თუ სასამართლო ხელისუფლება არ იქნა დემოკრატიული, რა რეფორმ­ებიც უნდა გატარდეს, პოზიტიურ შედეგს ვერ მივიღებთ.

- ამ ყველაფერზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა?
- "ქართულ ოცნებას", როგორც მმართველ ხელისუფლებას, რადგან მან რეფორმის რამდენიმე ტალღით ვერ უზრუნველყო სასამართლო სისტემის გაჯანსაღება­. პირველი ტალღა 2013 წელს დაიწყო და მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების შეთავაზებული საკითხებით აეწყო. შემდეგი­ ტალღები დაგვიანდა ან მნიშვნელ­ოვანი წინადადებები არ გაითვალისწინეს. ნაწილი სწორედ ამ კლანის ინტერესების გათვალი­სწინებით და მასთან შეთანხმებით ამოიღეს.

- ამ რეფორმებს ხომ იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა?
- მას ეკისრება ამაზე პასუხისმგებლობა.­ თუმცა ის არ არის განყენებული, ის მთლ­იანად "ქართულ ოცნებას" წარმოადგენს. ჯერ კიდევ შარშან ვამბობდით, რომ წულუკიანს უნდა დაეტოვებინა­ თანამდებობა, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" ის კბილებით დაიცვა. თუ აქამდე "ოცნების" წარმომადგენლები­ ამბობდნენ, სასამართლო დამოუკიდებელია­ და ხელის ერთი მოსმით ვერაფერს ვუზა­მთო, დღეს პრაქტიკულად ერთსა და იმავე ინტერესებს ატარებენ და ერთმანეთთან ძალიან მჭიდროდ არიან დაკავშირებული.

კობახიძე ამბობს, ის ხალხი, რომელიც ცუდ საქმეებს აკეთებდა, დღეს ძალიან კარგ საქმეებს აკეთებსო და ასე დაუფარავად უწყობს ხელს კლანს გაძლიერებაში.

- რატომ დუმს თეა წულუკიანი?
- სავარაუდოდ, იმიტომ, რომ რეფორმის მეოთხე ტალღა პარლამენტში გადავიდა­. როგორც ჩანს, იუსტიციის მინისტრს არ ჰქონდა იმის აღქმა, რომ კიდევ დამატებითი­ ტალღები და რეფორმები იყო საჭირო.

იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროცესი თავის თავზე აიღო პარლამენტმა, იუსტიციის მინისტრმა პასიურობა არჩია.
თავდაპირველად "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წევრმა სცადა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა საბჭოს დაჰკისრებოდა, რომლის წევრებიც სიაში ჩამოთვლილი მოსამართლეების დამტკიცებას ითხოვდნენ. მაგრამ ეს სია ვერ გავიდოდა, რადგან იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები ხმას არ მისცემდნენ.

- რატომ იცავს "ოცნება" თეა წულუკიანს, როგორც თქვენ ბრძანეთ, კბილებით?
- სპეკულაციების სურვილი არა მაქვს. ალბათ, ესეც მიანიშნებს იმაზე, რომ "ოცნება" ადეკვატურად ვერ აღიქვამს სიტუაციას.

- წულუკიანი ერთ-ერთი ხელშეუხებელი მინისტრია უკვე 7 წელია...
- დიახ, სწორედ ამიტომაც არის, რომ როდესაც სასამართლოს რეფორმირებაზეა ლაპარაკი, ცდილობს გაექცეს პასუხისმგებ­ლობას. წულუკიანი 2012 წლიდან იუსტ­იციის სამინისტროს ხელმძღვანელობს. საზოგადოება ელოდა, რომ სწორ ნაბიჯებს­ გადადგამდა სასამართლოსთან დაკავშირებით. ითქვა, რომ მან მართლმსაჯულების რეფორმას ვერ შეუწყო ხელი. ამ კონტექსტში პროკურატურაც იგულისხმება. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე პროკურორი შეიცვალა და ყველა მათგანთან სერიოზული კითხვები იყო. არ ვიცი, რატომ არის წულუკიანი "მარადმწვანე" მინისტრი. შიდა საქმეების გარკვევა არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია, =ქვეყანაში მიმდინარეობდეს დემოკრატიული რეფორმები, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ინსტიტუციების გაძლიერებას და ამაში საკვანძო საკითხი სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაა. წულუკიანთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც გვაქვს, მათ შორის მისი დამოკიდებულება არასამთავრობო სექტორთან. თუმცა ამოსავალი არ არის ჩვენი დამოკიდებულება თეა წულუკიანისადმი. ჩვენი კრიტიკა მიმართულია ისევ და ისევ იმისკენ, რომ მან იუსტიციის სამინისტროში ადეკვატური რეფორმების გატარება ამ წლების განმავლობაში ვერ შეძლო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა