ანა დოლიძე: "ქართულ ოცნებას" ჩინჩალაძესთან მეგობრობა მოუღებს ბოლოს"
ანა დოლიძე: "ქართულ ოცნებას" ჩინჩალაძესთან მეგობრობა მოუღებს ბოლოს"
ფოტო:ანა დოლიძე
"ამ მოსამართლეებს შემდეგი ხელისუფლება მაინც არ გააჩერებს სასამართლოში და ვის მიჰყვებიან?"

"ბიძინა ივანიშვილი
ძალიან ჭკვიანურად იქცევა, რომ საჯაროდ არ გამოდის მოსამართლეების დასაცავად. რატომ არ ამბობს, რომ მისი გადაწყვეტილებაა მურუსიძე-ჩინჩალაძის დანიშვნა და კობახიძეს ალაპარაკებს? იმიტომ, რომ იცის პოლიტიკურად ეს ძალიან ძვირი დაუჯდება", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" საუბრისას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

- "ქართულ ოცნებას" ჩინჩალაძესთან მეგობრობა მოუღებს ბოლოს. ეს გარდაუვალია. "ქართული ოცნება" ისტორიულად აკეთებს მცდარ არჩევანს, სადაც ერთ მხარეს
არიან მურუსიძე და ჩინჩალაძე, მეორე მხარეს კი მთელი ქართველი საზოგადოება.

არ ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ეს ხალხი ამ არჩევანის სიმწარეს მიხვდეს, მაგრამ თან იმას ვფიქრობ, რომ ვერც მიხვდებიან, რადგან კობახიძე და სხვები არიან ჩვეულებრივი ბიუროკრატები, დაქირავებული კომკავშირელები. არასოდეს უბრძოლიათ მორალური ფასეულობებისთვის, არაფერი გაუღიათ და,
სავარაუდოდ, ვერც ხედავენ მოსალოდნელ მძიმე შედეგს.

მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადაჰყვება "ქართული ოცნება", ახლა თუ არა, 2020 წელს მაინც.

- კობახიძის განცხადებით, ეს მოსამართლეები ახლა კარგად იქცევიან.
- ეტყობა, მურუსიძე კობახიძესთან მივიდა, მოინანია და ცოდვები გამოისყიდა. სხვა ახსნას ამას ვერ ვუძებნი. მეორე ახსნა არის სრული ამორალურობა. გასაგებია, რომ ქრისტიანულად ადამიანს ცოდვები უნდა მიეტევოს, მაგრამ ამისთვის მან რაღაც ხომ უნდა გააკეთოს? კობახიძესთან კაბინეტში თუ მოინანია, არ ვიცი.

- სადამდე შეიძლება მივიდეს ეს პროცესი?
- გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილს რომ მოეხერხებინა, პირდაპირ ემხილა და ჩამოეშორებინა ახალაია-სანოძე და თავის თავზე არ აეღო ეს ამბავი, ამით დასრულდებოდა ყველაფერი. ეს გადაწყვეტილება სააკაშვილს პოლიტიკური მდგომარეობის დაკარგვად დაუჯდა. "ქართული ოცნებაც" გადაჰყვება ჩინჩალაძე-მურუსიძეს.
ამ მოსამართლეებს შემდეგი ხელისუფლება მაინც არ გააჩერებს სასამართლოში და ვის მიჰყვებიან?

- როგორ ფიქრობთ, ეს საკითხი "ოცნებაში" განხეთქილების ვაშლად იქცევა?
- ახლა გამოვლენ უმრავლესობიდან თუ მერე, არა აქვს დიდი მნიშვნელობა. პროცესი დაწყებულია. ხალხმა ხმა ამოიღო და, როგორც ჩანს, არ უნდათ ღილაკზე თითის დაჭერა. დარწმუნებული ვარ, ხვალ-ზეგ მათ კიდევ ბევრი დაემატება.
დღეს შეიძლება ივანიშვილის ხათრით ბევრმა პულტს ხელი დააჭიროს, მაგრამ ესეც დროებითი იქნება, საბოლოოდ "ოცნება" მაინც დაიშლება.

- ბიძინა ივანიშვილს რაში აძლევს ხელს ამ პირების მფარველობა?
- ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანურად იქცევა, რომ საჯაროდ არ გამოდის მოსამართლეების დასაცავად. რატომ არ ამბობს საჯაროდ, რომ მისი გადაწყვეტილებაა მურუსიძე-ჩინჩალაძის დანიშვნა და კობახიძეს ალაპარაკებს? იმიტომ, რომ იცის პოლიტიკურად ეს ძალიან ძვირი დაუჯდება. ვფიქრობ, უკანდასახევ შანსს იტოვებს. მარიხუანას ლეგალიზაცია ივანიშვილისთვის ძალიან მომგებიანი ბიზნესი იქნებოდა. ის ამის მომხრე იყო, მაგრამ რომ დაინახა დიდი საზოგადოებრივი წინააღმდეგობა, დაანება თავი. ახლაც ამიტომ არაფერს ამბობს და ალაპარაკებს კობახიძეს და კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომელთა რეპუტაცია ნულის ტოლია.

2013 წელს ივანიშვილმა გადაწყვიტა, სასამართლოსთვის ხელი არ ეხლო და ყველა მართვის ბერკეტი მურუსიძე-ჩინჩალაძეს გადააბარა. ახლა ასეთ შეცდომას აღარ დაუშვებს, რადგან მაშინ ნახევრად ღმერთის როლში იყო, დღეს კი ასეთი მდგომარეობა აღარ აქვს.
ასე რომ, ვფიქრობ, ამას დიდი საპროტესტო ტალღა მოჰყვება.

- ანუ გაზაფხულზე დიდი საპროტესტო ტალღის აგორებას ელით?
- მოვლენები ისე ვითარდება, "ოცნების" ამ ჯგუფისთვის ეს ადვილად გადასაგორებელი არ იქნება, სანამ ვინმე გამოჩნდებოდა­ პარლამენტში, მე და ნაზი ჯანეზაშვილი დავუპირისპირდით შიშველი ხელებით.

- რატომ მოჰყვა ამ საკითხს მაინცდამაინც ახლა ამხელა აჟიოტაჟი, ეს მოსამართლეები ხომ უკვე 7 წელია "ოცნების" ხელისუფლებასთან სასათბურე პირობებში არიან?
- მეც მაინტერესებს, სად იყვნენ ეს დეპუტატები მანამდე?
მე როგორც დღეს, ასევე თებერვალში, ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე.
ერთი-ორი მოსამართლის დანიშვნა და უზენაესი სასამართლოს ხელში ჩაგდება, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს ნიშნავს მართლმსაჯულების მთლი­ანად მიტაცებას. ამიტომ იბრძვიან ასე თავგამოდებით.

- ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს იუსტიციის მინისტრმა, რომელიც სასამართლოს რეფორმის ავტორია?
- თეა წულუკიანი ერთ-ერთი მთავარი პირია ამ სიტუაციაში, შესაბამისად, პასუხისმგებელიც. იმიტომაც იმალება. ეს ხომ სასაცილოა, თუმცა, ეტყობა, არ იცის, რა თქვას.
ჩემი დასკვნით
24 თებერვალი 2019 17:23
თუ გინდა კარგად იცხოვრო უნდა იყო ან ბოზი ან ჩამშვები.
kaira
24 თებერვალი 2019 13:22
მოუღებს და მოუღოს. მერე ჩინჩალაძესაც მოეღება ბოლო.
პ.ს. ისე ეს ქალი მაგარი თრაბლმეიქერია. ასეთი რძალი უნდა "ინატრო".

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები