"დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ" - რა მოხდა სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე ლიეჟში?
"დღეს სიტუაცია არ არის მზად, რომ საქართველოში წავიდეთ" - რა მოხდა  სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრაზე ლიეჟში?
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესის სასახლის ტერიტორიაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება, შეხვედრის დაწყებამდე ინციდენტი მოხდა.

ტელეკომპანია “რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირება აგენტ პროვოკატორების მიერ დაიგეგმა, რომელთა მხრიდან ადგილი ჰქონდა შეხვედრის ჩაშლის მცდელობას. მათივე ინფორმაციით, აგრესიული ადამიანების ჯგუფი სხდომათა დარბაზში შესვლას ცდილობდა.

როგორც ტელეკომპანია იუწყება, პროვოკატორებმა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვეს, ხოლო ერთ-ერთი პირი მიხეილ სააკაშვილის მიმართ წყლით სავსე ბოთლის სროლას ცდილობდა.

ლიეჟის კონგრესის სასახლის წინ გაშლილი იყო მიხეილ
სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო პლაკატები.

ამავე ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ ავრცელებს. მათი ცნობით, ემიგრანტებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გაუშვეს. დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, რომლებსაც თვალებში წიწაკის სპრეი შეასხეს.
რა თქმა
უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ - უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ამისთვის სიტუაცია უნდა მოვამზადოთ, - აღნიშნული განცხადება დღეს მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.

“რა თქმა უნდა, ჩვენ საქართველოში ჩავდივართ, მაგრამ მინდა გკითხით: ახლა დღეს რომ წავიდეთ ყველა ერთად, არის მომზადებული სიტუაცია?! დღეს სიტუაცია არ არის მზად, მაგრამ თუ სიტუაცია დღეს არ არის მზად, უახლოეს კვირებსა და თვეებში ჩვენ ეს უნდა მოვამზადოთ. არ შეიძლება აქედან უყურო შენი ქვეყნის განადგურებას. არ შეიძლება წყნარად უყურო იმ ბავშვის მოკვლას, რომელიც შობე და გაზარდე. ამიტომ არჩევანი ძალიან მარტივია - ჩვენ ყოვედღიურად გვართმევენ საქართველოს ნაწილს“, - ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ლიეჟის კონგრესის სასახლის დარბაზში შეკრებულ ემიგრანტებს.

ვაავა
11 თებერვალი 2019 22:32
სერიოზული ავანტიურა მზადდება
gio
11 თებერვალი 2019 14:12
ty amat misha yndat ki kavt iq zavidnen jorjiis shtatsi dacvan misha presidentad daizxovron tavistvic akvavebyl qvekanashi da tavis zinapari makeini ykvdavkon-
11 თებერვალი 2019 12:41
Misham icis rom emigrantebis is raodenoba romelsac abolebs mas “gazafxuls ver mouyvans” misham isic icis rom saqartveloshi kai xani ver chamova aba rad unda es shekrebebi tanamdebobebze danishvnebi? Albat fuli shemoaklda samsaxuri ver ishova da axla ostap benderis stilshi rogorc qartuli demokratiis mama emigrantebs agoimebs da fulebs aceravs )))

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა