"კადიროვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშაოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა" - კვირის პალიტრა

"კადიროვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშაოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა"

არსებობს კადიროვის ახალი პროექტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აამუშაოს ითუმ-ყალედან შატილის გავლით სამხრეთ კავკასიაში მომავალი გზა, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "დღის თემა“ ექსპერტმა მამუკა არეშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, რამზან კადიროვს არა მხოლოდ ამ გზის ამუშავება, არამედ საბაჟოს გახსნაც სურს. „ჩრდილოეთ კავკასიაში სხვადასხვა ინტერესების დაჯგუფებებია, ყველას უნდა, რომ ტრანზიტის მფლობელი იყოს. ძალიან კარგი მაგალითია, რომ 2006 წლიდან გაკეთდა გზა აფხაზეთის მიმართულებით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან. ფედერალურ ხელმძღვანელობას 270 კილომეტრიანი გზა გააკეთებინეს იმისთვის, რომ კოდორის ხეობის გავლით სოხუმამდე ჩასულიყვნენ. როგორც გააკეთეს, ისევ იქ არის გაჩერებული ეს გზა. ასევე ჩრდილო-ოსეთშიც გააკეთეს გზა, რომლიც ამოდის მამისონის უღელტეხილზე. 18-კილომეტრიანი გზა დაუჯდათ 3 მილიარდ 200 მილიონი რუბლი. კალაკი - ასთი დასახლებული პუნქტია, რომელიც მამისონამდე ამოდის. ესეც იმიტომ, რომ განეხორციელებინათ ტრანზიტი.

"ინტერპრესნიუსი"