რას ამბობენ სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ, ერევნის ციხეში მოთავსებულ დიმიტრი ანდრეევზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობენ სომხეთის იუსტიციის სამინისტროში ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ, ერევნის ციხეში მოთავსებულ დიმიტრი ანდრეევზე?

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულ, ერევნის ციხეში მოთავსებულ პატიმარ დიმიტრი ანდრეევთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიმართა, რაზეც საპასუხო წერილი მიიღო.

როგორც სომხეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ სააგენტოსთვის გამოგზავნილ პასუხშია აღნიშნული, ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, მსჯავრდებულებს მობილური ტელეფონის ფლობა და ინტერნეტით სარგებლობა ეკრძალებათ, ხოლო საკითხს, როგორ აღმოჩნდა დიმიტრი ანდრეევის საკანში ინტერნეტიანი ტელეფონი, ისევე როგორც, მკვლელობის საქმეს, რის გამოც ციხეში იმყოფება, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტი სწავლობს.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე სამართალდამცავებმა 18 პირი დააკავეს. მათი ნაწილი დღეს ციხეშია, ნაწილი კი გირაოთი გაათავისუფლეს. 9 თებერვალს შს სამინისტრომ განაცხადა, რომ სოციალურ ქსელში buba lomtatidze-დ დარეგისტრირებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ ფარული კადრები ატვირთა, სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

პირი, რომელსაც გამოძიება ვიდეოს ატვირთვას ედავება, ურეკში მცხოვრები 32 წლის დიმიტრი ანდრეევია. დიმიტრი ანდრეევი ცოლთან ერთად სომხეთში სასჯელს ტაქსის მძღოლის მკვლელობისთვის იხდის. გამოძიებას აქვს ეჭვი, რომ ფარულიჩანაწერი სოციალურ ქსელში პირველად სწორედ ანდრეევმა ატვირთა, თუმცა როგორ აღმოჩნდა მის ხელში ან ფარულივიდეომასალა ან ინტერნეტიანი ტელეფონი საკანში, ჯერჯერობით დაუდგენელია.

იხილეთ ასევე: "კაცი მოკლა სომხეთში, რა შუაში არიან ივანიშვილები?" - რაში ამხელს ძმა ფარული ჩანაწერების გავრცელებაში ბრალდებულს?

"ინტერპრესნიუსი"