"ჯერ არსად წასვლას არ ვგეგმავ" - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია? - კვირის პალიტრა

"ჯერ არსად წასვლას არ ვგეგმავ" - რას ამბობს ვახტანგ ყოლბაია?

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი ვახტან ყოლბაია თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ყოლბაიას თქმით, ის ჯერ წასვლას არ გეგმავს.

"ვფიქრობ, რაღაც შეცდომას აქვს ადგილი. გადაადგილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში და არა აფხაზეთის მთავრობაში. ცვლილებები მთავრობაში არც დასტურდება და ამის შესახებ არაფერი ვიცი. შეიძლება ინფორმაცია ნებსით თუ უნებურად ვიღაცამ არასწორად გაიგო. არც მე მიმიღია წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და არც რაიმე სახის ზეწოლას ჰქონია ადგილი", - განაცხადა ყოლბაიამ.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, რჩება თუ არა პოსტზე, ყოლბაია პასუხობს, რომ "ჯერჯერობით ასეა".

"მსგავსი ცვლილებები არ არის დაგეგმილი, საკმაოდ სერიოზული გეგმები მაქვს განსახორციელებელი ჩემ კოლეგებთან ერთად , ამიტომაც ჯერ არსად ვგეგმავ წასვლას," - განაცხადა ყოლბაიამ.

შეგახსენებთ, "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ვახტანგ ყოლბაია, შესაძლოა, ყოფილმა დეპუტატმა ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

პარალელურად ცვლილებები იგეგმება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში, სადაც საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში უნდა გაიმართოს.

"ინტერპრესნიუსი"