"წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული" - რა შედეგი აჩვენა მიხეილ სააკაშვილის გენეტიკურმა ტესტმა
"წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული" - რა შედეგი აჩვენა მიხეილ სააკაშვილის გენეტიკურმა ტესტმა
წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა პირად "ფეისბუკზე“ დაწერა.

როგორც ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი ჩაიტარა.

"წვეთი სისხლი არაა ჩემში არაქართული"-ცნობისმოყვარეობამ მძლია და გავიარე ამერიკაში ძალიან პოპულარული გენეტიკური ტესტი. თითქმის 99%_ით ქართველი აღმოვჩნდი და 1% ით ბერძენი.ეს ტესტი ზუსტად განსაზღვრავს შენი წინაპრების წარმომავლობას, მინიმუმ ბოლო ათასობით წლის განმავლობაში.
არ აღმომაჩნდა არცერთი კვეთა რეგიონის სხვა მოსახლეობასთან. ამ კვლევის მიხედვით ირანი და თურქეთი დაკავშირებულია
საქართველოსთან, ოღონდ, იმის გამო, რომ ამ ორ ქვეყანაში ისტორიულად ბევრი ქართველია.

აღმოჩნდა,რომ ჩემი წინაპრები საერთოდ არავისთან არ არეულან ქართველების გარდა მრავალი საუკუნის განმავლობაში და მე პირველმა დავარღვიე ეს ტრადიცია,ევროპელთან ქორწინებით. ყველა მეზობელს პატივს ვცემ და რა თქმა უნდა ყველა ეთნიკური წარმოშობის საქართველოს პატრიოტი მიყვარს, მაგრამ
აბა ახლა მოდით, იმათ გაიარონ გენეტიკური ტესტი, ვინც მუდმივად სხვა ეთნოსს მაკუთვნებდნენ და ედავონ მერე ზუსტ გენეტიკურ მეცნიერებას" - წერს მიხეილ სააკაშვილი.


მკითხველის კომენტარი (22)
Zaza
19 თებერვალი 2019 11:17
ჰა, ხუმრობ?!..
ქეთი
18 თებერვალი 2019 23:44
კიდევ ერთი ზღაპარი
...
18 თებერვალი 2019 20:24
Misha daubrundi shens bedkrul ukrainas ahla shen ukrainelebs chvenze metad chirdebi.
totika
18 თებერვალი 2019 20:10
მიშა ამ ხალხს რას უტკიცებ ვინ ხარ, ხომ ხედავ ახლა სხვანაირად ალაპარაკდნენ. მე მჯეროდა შენი ქართვეობა....
თამარ აბაშიძე
18 თებერვალი 2019 19:43
აუ რა მძიმეა ეს ყველაფერი
Lana
18 თებერვალი 2019 19:09
Batono miheil tqven tu somhobis kompleqsi giqmnit diskomforts minda pirdapir githrat rom cminda shushanikidan moyolebuli saqartvelom misi erguli bevri somehi shvili gazarda romlebitac dgesac amayobs damomavalshic iamayebs romeli erti chamovtvalo aram hachaturiani tu tigran petrosiani sergo farajanovi tu michael tariverdievi, agarafers vambob chvens sayvarel saiatnovaze. Tqveni problema tqvens genetikashi ki ara tqvens personalitetsa da tqveni mushaobis stilshia. Tqven saocrada hart sakutar tavze sheyvarebuli da ggoniat rom gmertma samyaro mholod tqventvis sheqmna. Chemi rchevaa daisvenet batono miheil daisvenet da daasvenet shvebic tqvens garshemo.
!!!!!!!!!!!!
18 თებერვალი 2019 16:45
მერე და რააა....ამით ახლა გაცოცხლდა გირგვლიანი? თუ რობაქიძე? თუ ვაზაგაშვილი? თუ......
...
18 თებერვალი 2019 15:43
Misha nu matrabazob cadi an leqciebi caikitxe an cigni dacere an sxva faimit dakavdi. Mnishvneloba ara aqvs shens genetikas aq shen agar gelian.
შტირლიცი
18 თებერვალი 2019 15:28
მიშა დაუბრუნდი მალე შენს ბედკრულ საქართველოს.....
2341
18 თებერვალი 2019 14:26
მაგარ ჩამორჩენილ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ამტკიცებთ, ვერ გეტყვიან 99 % ქართველი ხარო, ამდროს მეცნიერება სხვა გეუბნება, დღეს იმისი დადგენაც არის შესაძლებელი რამდენი ბებია გყავდა სხვა ეროვნებისა. წინაპრები მარტო მამა-პაპა არ არის.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?