"რატომ იჩივლა ხაზარაძემ ივანიშვილთან, ჩხარტიშვილი მჩაგრავსო?" - კვირის პალიტრა

"რატომ იჩივლა ხაზარაძემ ივანიშვილთან, ჩხარტიშვილი მჩაგრავსო?"

"თიბისი ბანკის" გარშემო მიმდინარე პროცესებზე „კვირის პალიტრასთან“ "შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი საუბრობს. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ სადამსჯელო ქმედებები ბანკის თუ საფინანსო ინსტიტუტის მიმართ. მეორე მხრივ, ეს არ უნდა გახდეს სიმართლის დამალვის საფუძველი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემაა და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის ნასაზრდოები პოლიტიკური რევანშისა და პრევენციის მოტივით - ვიღაცამ ჩათვალა, ხაზარაძემ დამოუკიდებლად რაღაც გააკეთაო, ან შეიძლება ხაზარაძე ჩათვალეს იმ ტიპის მოქალაქედ, რომელიც თავისი ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე სახიფათოა, ამიტომ ის სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს. პრევენციაც სწორედ ეს არის, ხაზარაძის საქმე სხვებისთვისაც გზავნილია, რომ ჭკუით იყონ.

- "კვირის პალიტრასთან" ცოტა ხნის წინ განაცხადეთ, რომ შესაძლოა ეს მხოლოდ ანაკლიის პორტს არ უკავშირდებოდეს და "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებული მოვლენების კონტექსტში საუბრობდით ვანო ჩხარტიშვილის შესაძლო როლზე. იქნებ ახლა განმარტოთ, რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერში ჩხარტიშვილს? - ეროვნულმა ბანკმა 11 წლის წინ ვერ შეამჩნია რაღაც დარღვევა და ახლა უჩერებს უფლებამოსილებას მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელ პოსტებზე?! ეს ხომ საქმის პოლიტიკურ კონტექსტზე მიუთითებს...

ადამიანს ფულის გათეთრებას აბრალებენ, მაგრამ ერთი სიტყვაც კი ვერ მოვისმინეთ, რა სქემით ათეთრებდა ფულს. ეს სერიოზულ ეჭვს ბადებს.

მინდა გავიხსენო ივანიშვილის განცხადება, მან თქვა, რომ მოაგვარა ურთიერთობა ჩხარტიშვილსა და ხაზარაძეს შორის. ამ შეხვედრაზე კიდევ სხვა ცნობილი ამბები ხდებოდა, მაგალითად, რატომ მოუწია ხაზარაძეს ამ შეხვედრაზე მისვლამ.

- რა იცით ამ ცნობილი ამბების შესახებ?

- არის თემები და საკითხები, რომელიც ჩემი სათქმელი არ არის. ჩემი თქმით, საქმე უფრო გაფუჭდება. ვისი სათქმელიც არის, გამოვიდეს ის ხალხი და თქვას. ეს არ არის კერძო საქმე. ეს სერიოზული ჟურნალისტური გამოძიების საქმეა. რატომ მოუწია ხაზარაძეს ივანიშვილთან ჩივილით მისვლამ, რომ ჩხარტიშვილი ჩაგრავდა? სასამართლოში რაღაცები რომ ხდება, იმიტომ ხომ არ მივიდა?!

არ გამოვრიცხავ, რომ ხაზარაძის ამბები უკავშირდებოდეს სულ სხვა რამეს, მაგალითად, სასამართლოში არსებული პრობლემების გადაფარვას. აშკარაა საზოგადოების უკმაყოფილება, ამიტომ საჭიროა ხალხის ყურადღების სულ სხვა საქმეზე გადატანა.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენო საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "წინასწარმეტყველება", რომელიც ხაზარაძეს აუხდა, ანუ რატომ "გახსნა ცეცხლი" ეროვნულმა ბანკმა