"ზოგადად დავასახელე პირთა წრე "ნაცმოძრაობიდან" დაწყებული, მათ შორის ისინიც, ვინც..." - რას ამბობს ბესელია ფარულ ჩანაწერებზე? - კვირის პალიტრა

"ზოგადად დავასახელე პირთა წრე "ნაცმოძრაობიდან" დაწყებული, მათ შორის ისინიც, ვინც..." - რას ამბობს ბესელია ფარულ ჩანაწერებზე?

"იგივე პოზიცია მაქვს ჩემს ეჭვებთან დაკავშირებით, ზოგადად დავასახელე პირთა წრე "ნაციონალური მოძრაობიდან" დაწყებული, მათ შორის ისინიც, ვინც ამ ღია კონფლიქტში შემოვიდნენ", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. ეკა ბესელია კონკრეტულ გვარებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ აქვს საკუთარი ჩამონათვალი, ვინც, მისი აზრით, ამ საქმის უკან შეიძლება იდგეს.

"მე ამ საქმეზე უკვე მაქვს დაზარალებულის სტატუსი და ეს დადგენილება გაფორმებულია. კანონით არის დადგენილი, რომ წინასასამართლო სხდომამდე 10 დღით ადრე ვეცნობი მასალებს და ველოდები ამ დროს. ვინ დაგეგმა ეს მძიმე დანაშაული ეს გამოძიებამ უნდა გვითხრას. მე არც ერთ ეტაპზე კონკრეტული პერსონები არ დამისახელებია, როგორც ეჭვმიტანილი პირები. მე მაქვს ჩემი ვარაუდები და არ შემიცვლია. იგივე პოზიცია მაქვს ჩემს ეჭვებთან დაკავშირებით, ზოგადად დავასახელე პირთა წრე "ნაციონალური მოძრაობიდან" დაწყებული, მათ შორის ის პირებიც, ვინც ამ ღია კონფლიქტში შემოვიდნენ. პერსონალურად არავის უდანაშაულობის პრეზუმფციას არ ვარღვევ, მაგრამ მე მაქვს ჩემი ჩამონათვალი, ვინ შეიძლება არ გამოირიცხოს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს გვარები ან გვარი, ვინ დაგეგმა ეს დანაშაული," - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"