მამუკა ხაზარაძე მზადაა პარლამენტში მივიდეს - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძე მზადაა პარლამენტში მივიდეს

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე მზად არიან ბანკის გარშემო შექმნილ სიტუაციაზე მსჯელობისთვის პარლამენტის შესაბამის კომიტეტში მივიდნენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით ხაზარაძე და ჯაფარიძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“მივესალმებით პარლამენტის წევრების მზაობას, შესაბამის კომიტეტებში მოისმინონ ინფორმაცია 11 წლის წინ განხორციელებულ ტრანსაქციებთან დაკავშირებით.

მზად ვართ, დეპუტატებისთვის ხელსაყრელ დროს მივიღოთ მონაწილეობა შესაბამისი ფორმატის შეხვედრაში”, - ნათქვამია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ერთობლივ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს პარლამენტის კომიტეტში მისვლისა და საკითხზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან ერთად მსჯელობის წინადადებით დღეს "ევროპულმა საქართველომ“ მიმართა.

"ინტერპრესნიუსი"