"თქვენ სრულად ქართველი და სრულად ფრანგი ბრძანდებით" - როგორ მიმართა მაკრონმა ზურაბიშვილს - კვირის პალიტრა

"თქვენ სრულად ქართველი და სრულად ფრანგი ბრძანდებით" - როგორ მიმართა მაკრონმა ზურაბიშვილს

17 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთს ეწვია, რომლის ფარგლებშიც 19 თებერვლს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა.

"მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ასევე შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო", - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თქვენ სრულად ქართველი და სრულად ფრანგი ბრძანდებით, როგორც ეს თქვენს წიგნში განმარტეთ. მადლობელი ვართ საქართველოსი, რომ დაგვიბრუნდით, რათა ჩვენი კავშირების ახალი გვერდი დაიწეროს. 14 თუ 15 წლის წინ ამ შენობაში ჩვენმა წინამორბედებმა გადაწყვიტეს, რომ თქვენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გახდებოდით. მე მივესალმები თქვენს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. წინასაარჩევნო კამპანია არ იყო შეფერხებების გარეშე, თუმცა ბოლომდე მიიყვანეთ ის თქვენი მტკიცე განწყობით. თქვენ იცავდით იმას, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ თქვენი ქვეყნისთვის, რაც შთაგონებული იყო ევროპული ღირებულებებით, რაც ჩვენ გვაერთიანებს. ამ კამპანიის მსვლელობისას ევროპის ფერები თან გახლდათ. მე დღეს ვხვდები სახელმწიფოს მეთაურს, რომელიც ასევე შესანიშნავი ფრანგი დიპლომატი იყო", - განაცხადა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ პრესკონფერნაციაზე სალომე ზურაბიშვილმა ქართულად ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთს მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ეს ქვეყანა კვლავაც მზად არის საქართველოს გვერდში დგომისთვის.

იხილეთ ასევე: "მე ვიყავი ფრანგიც და ქართველიც ბოლომდე" - რა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი ზურაბიშვილმა და მაკრონმა?

იხილეთ ვიდეო