"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრ საქმეში გაუსწრო" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას" ბევრ საქმეში გაუსწრო"

"ქართულმა ოცნებამ" "ნაციონალურ მოძრაობას"ბევრ საქმეში გაუსწრო, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის"გადაცემაში "360 გრადუსი"პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

"საკითხავია, ივანიშვილისთვის სანატრელი ხომ არ არის წინა რეჟიმი, თუ მას რამდენიმე ადამიანი გამოაკლდებოდა. სწყინთ, რატომ გვეძახით, რომ "ნაციონალების"გზას დაადექითო. გზას დაადექით კი არა, ბევრ საქმეში გაუსწრო "ქართულმა ოცნებამ“. მე იმაზე დავიწყე ფიქრი, ბიძინა ივანიშვილი იმაზე დიდი ოსტატი ხომ არაა, ვიდრე საერთოდ ვინმეს გვგონია. იმ ცხრა წელს რომ ვიხსენებთ, ხუთი წელი ივანიშვილი მათი გულმხურვალე ქომაგი იყო. რა ხდება ახლა, რამოდენიმე ადამიანის გარდა, მისთვის მთელი სისტემა ხომ არ იყო მისაღები და სანატრელი?!“, - აცხადებს დავით უსუფაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს სწორედ ივანიშვილი იღებს, ხოლო "თიბისი"-ს საქმეში პოლიტიკური გადაწყვეტილების კვალი აშკარად ჩანს.

"11 წლის წინანდელი საქმე სადრე იყო დამალული და ასე უცბად ამოტივტივდა?! სწორი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი მუდმივად ასეთ საქმეებში ფიგურირებს. ივანიშვილმა თავად არ გვითხრა, რომ ვცადე შერიგება თუ საქმის მოგვარება ხაზარაძესა და ჩხარტიშვილს შორისო? ეს თვითონ არ გვითხრა?! ვინმემ დავაბრალეთ ივანიშვილს ეს ამბავი?! სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები შედის, რომლის მიხედვით, ქუჩური გარჩევები დასჯადი უნდა გახდეს. რა ტიპის გარჩევა იყო, რა მოაგვარეს ან რა ვერ მოაგვარეს, შესაძლოა ახალი კანონის ფონზე უკეთ გაირკვეს. გარჩევა გარჩევაა და სასამართლოსა და ოფიციალური სტრუქტურების გარეთ თუ რაიმე ირჩევა, გინდ ბეტონის შენობაში იყოს, გინდ გადაუხურავ ქუჩაში და გინდ შუშის შენობაში. დავების გარჩევა სასამართლოში ვიცი, ხოლო დავების სხვაგან გარჩევა ახალი პრობლების შექმნას ნიშნავს“, -აღნისნავს დავით უსუფაშვილი.

"ინტერპრესნიუსი"