"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნების" ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.

როგორც პარტიაში აცხადებენ, შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს განიხილავენ.

არსებული ინფორმაციით, საუბარი შეეხება მოსამართლეების საკითხს და გუნდში არსებულ აზრთა სხვადასხვაობას.

"ინტერპრესნიუსი"