"ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და..." - კვირის პალიტრა

"ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და..."

ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა ივანიშვილის დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება, - ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭიჭინაძის შეფასებით, მას არ აქვს იმედი, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს 9 დეპუტატის მიერ მომზადებულ კანონპროექტს.

"დღეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებით პირდაპირ უარი ეთქვა ჩვენს ინიციატივას. არ მგონია დეპუტატებმა მხარი დაუჭირონ ამის შემდეგ. დარჩა მხოლოდ ტექნიკურად გასაფორმებელი რომ ისინი მხარს არ უჭერენ. ალბათ, ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ მოხდებოდა ეს გადაწყვეტილება და ალბათ, კობახიძე იმიტომ არის ასეთი ბედნიერი, რომ მოახერხა მისი დარწმუნება და კანონპროექტის შეჩერება", - დავით ჭიჭინაძემ.

დღეს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.

იხილეთ ასევე: "გამოდის, რომ რადგან ჩვენი ინიციატივაა, გვეჯიბრებიან" - რა გადაწყვიტა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ და რას პასუხობს ბესელია მათ?

"ინტერპრესნიუსი"