ბერლინში საქართველოს პრეზიდენტსა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

ბერლინში საქართველოს პრეზიდენტსა და ანგელა მერკელს შორის შეხვედრა მიმდინარეობს

ამ წუთებში, ბერლინში, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში საქართველოს პრეზიდენტსა და გერმანიის ფედერალურ კანცლერ ანგელა მერკელს შორის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი სალომე ზურაბიშვილს ფედერალური კანცელარიის ეზოში დახვდა, სადაც წითელ ხალიჩაზე ოფიციალური მისალმების ცერემონია გაიმართა.

მხარეები საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებს და ევროკავშირში საქართველოს ინტეგაციის პროცესში გერმანიის აქტიური მხარდაჭერისა და დახმარების საკითხებს განიხილავენ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიში ვიზიტად საფრანგეთიდან დღეს ჩავიდა. მან უკვე გამართა შეხვედრა გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან.

"ინტერპრესნიუსი"