"ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა" - რა უპასუხა ბესელიამ კობახიძეს? - კვირის პალიტრა

"ჩვენ რომ "ნაცმოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა" - რა უპასუხა ბესელიამ კობახიძეს?

"ჩვენ რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვების ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა", - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ის კონსტიტუციას იცავს.

"ჩვენ რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვებრძოდით და ტყვიების ზუზუნში ვიდექით, ამ სიტყვებს ავტორი გოგლი-მოგლს მიირთმევდა და ჭუჭრუტანიდან გვიყურებდა, გადავრჩებოდით თუ არა. გოგლი-მოგლზე გაზრდილი პატარა ბიჭები თავს უფლებას რომ აძლევენ და ასეთი ტონით ლაპარაკობენ, აი ამის პასუხს მიიღებენ დღეს, ჩემს ბოლო დასკვნაში. ადამიანი, რომელიც თვლის, რომ ადამიანები, რომლებიც გუშინ დანაშაულს ჩადიოდნენ, დღეს გასხივოსნდნენ, მორალურად ზუსტად იქ დგას, სადაც ის ადამიანები იდგნენ, ვისაც ვებრძოდით", - განაცხადა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"