"გთხოვთ, ჩემს გარეშე გააგრძელოთ მუშაობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს" - როგორ მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახაძემ - კვირის პალიტრა

"გთხოვთ, ჩემს გარეშე გააგრძელოთ მუშაობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს" - როგორ მიმართა დეპუტატებს ირაკლი კობახაძემ

გთხოვთ, ჩემს გარეშე გააგრძელოთ მუშაობა, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს, რომლებიც ითხოვენ, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის განხილვას კობახიძეც დაესწროს.

"როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტში იმართება შეხვედრა რომელშიც მონაწილეობენ ჩვენი კოლეგები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ელჩები, არასამთავრობო ორგანიზაციების და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები. განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა და დაიგეგმა დღეს, რადგან სხვა საშუალება არ იყო ამ შეხვედრის გამართვის. აქედან გამომდინარე მიწევს ამ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა ჩემს დასწრებასთან დაკავშირებით. ჩემი გზავნილი იმაში მდგომარეობს, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურის და კრიტერიუმების განხილვა, ამიტომ გთხოვთ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატების ნაწილი აპროტესტდა, რომ ირაკლი კობახიძე პარლამენტში მიმდინარე განხილვის დროს მოსამართლეებს ხვდებოდეს, ამიტომ ითხოვდნენ, პარლამენტის თავმჯდომარე სხდომას დასწრებოდა. თუმცა, მან პლენარული სესია დატოვა და სხდომის გაგრძელება ზვიად ძიძგურს სთხოვა.

"მე ბატონ ზვიადს ვთხოვ გააგრძელოს სხდომა. არ ვიცი რეგლამენტით თუ არის გათვალისწინებული ჩაატაროთ კენჭისყრა. მე სამწუხაროდ მიწევს სხდომის დატოვება.ზვიად ძიძიგური გააგრძელებს თქვენთან ერთად მუშაობს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძე პარალელურად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს ხვდება, სადაც მოსამართლე ლევან მურუსიძეც იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"