"ჩემ გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას" - კვირის პალიტრა

"ჩემ გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ხვალ საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს.

როგორც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე მომზადებული კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, საგანგებო ბრიფინგს 12:00 საათზე გამართავს.

"ჩემ გეგმებთან დაკავშირებით ხვალ გავაკეთებ განცხადებას", - ასე უპასუხა ბესელიამ შეკითხვას იმის თაობაზე, პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, ტოვებს თუ არა უმრავლესობას.

"ინტერპრესნიუსი"