"რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი" - კვირის პალიტრა

"რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი"

ეს რა სამარცხვინო მარიონეტების თეატრია პარლამენტში... დღეს ასე ასჯერ ახსენეს ჩემი სახელი სასამართლოსთან მიმართებაში და თითქმის არ ახსენეს ამ თოჯინების თეატრის დირექტორის სახელი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე წერს.

"რა კობახიძე, რა მურუსიძე, მდინარაძე და სხვა ბურატინოები, რა მალვინა ბესელია, კარაბას-ბარაბასია მოსაშორებელი. და თუ რომელიმე ჩემი თანამებრძოლი კომპლექსდება "9 წლით", მინდა მეათასედ გავიმეორო - ის იყო ყველაზე საამაყო 9 წელი საქართველოს უახლოეს ისტორიაში! ის, ვინც მშვიდად უყურებს აღმშენებლობის 9 წლის ნგრევის და უბედურების წლებად გამოცხადებას, იმას მე პირადად ჩემს თანამებრძოლად ვერ ჩავთვლი“, - აცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

ინფორმაციისთვის, დღეს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას ითვალისწინებდა.

რეზოლუციის პროექტს 45-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ პარლამენტის 17 წევრი წავიდა და ამ შედეგით პროექტი ჩავარდა.

"ინტერპრესნიუსი"