ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა - კვირის პალიტრა

ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

ფრაქცია "ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების" წევრმა, ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა.

ნაცვლიშვილი გადაწყვეტილების მიღების მიზეზად დაგროვებით საპენსიო სისტემასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას ასახელებს.

კანონპროექტი პარლამენტმა დღეს განიხილა და მას 42-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 10-მა მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

იხილეთ ასევე: სად მიდის ეკა ბესელია?

"ინტერპრესნიუსი"