საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7-ზე მეტი დეპუტატის გასვლა უმცირესობის დაშლას იწვევს - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7-ზე მეტი დეპუტატის გასვლა უმცირესობის დაშლას იწვევს

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან 7-ზე მეტი დეპუტატის გასვლა "ევროპული საქართველოს" უმცირესობის დაშლას იწვევს. ასეთ შემთხვევაში საპარლამენტო უმცირესობა იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი "ევროპული საქართველო" და ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ.

პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით ხდება.

მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატით შემდგარი "ევროპული საქართველოს" წევრებით არის წარმოდგენილი.

უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ 14 დეპუტატი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მათ რიგებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ემატება და როგორც მოსალოდნელია, უმრავლესობის გარეთ ეკა ბესელიას, ლევან გოგიჩაიშვილისა და ბექა ნაცვლიშვილის გარდა კიდევ რამდენიმე დეპუტატი აღმოჩნდება, ამდაგვარი გადაადგილება არსებული უმცირესობის დაშლას გამოიწვევს.

"ინტერპრესნიუსი"